მცხეთის საკრებულოს რამდენიმე წევრი დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნება, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს
03-09-2016, 04:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ მცხეთისა და თემის საკრებულოს რამდენიმე წევრი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნება, თუმცა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“.

 

 

ამის შესახებ მათ დღეს მცხეთაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

 

 

გადაწყვეტილება საზოგადოებას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გურამ ანსიანმა გააცნო.

 

 

როგორც გურამ ანსიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ისინი არჩევნებში მხარდაჭერას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს უცხადებენ, რადგან დიმიტრი ხუნდაძემ დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში. 

 

 

„მიზეზი, რამაც გადაგვაწვეტინა გაერთიანება ცეზარ ჩოჩელის გარშემო, არის მხოლოდ მისი წარსულის საქმიანობა მცხეთის რაიონში და უპირატესი ხედვები მის მომავალზე. აქ მდგომნი ნდობას ვუცხადებთ დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს, როგორც სიტყვისა და საქმის ადამიანს.

 

 

გავრცელებული აზრი, თითქოს, ჩვენ ვემიჯნებით „ქართულ ოცნებას“ სიმართლეს არ შეესაბამება. ვემიჯნებით არა „ქართულ ოცნებას“, არამედ კანიდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მან დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში.

 

 

მე, როგორც ერთ-ერთი რიგით ამომრჩეველი და ჩემი მეგობრები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სხვა რომელიმე პარტიას, მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ანსიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი