ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ძალიან ძლიერი კანდიდატია.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მას მხარს უჭერს.
„დიმიტრი ხუნდაძე არის ძალიან ძლიერი მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში და ძალიან ძლიერი კანდიდატი ჩვენს მიერ წარმოდგენილი. ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს ამ კანდიდატს, რადგან ამ ადამიანმა ძალიან ბევრი იშრომა, ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს პარლამენტში, თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმაში მისი ძალიან დიდი წვლილია. ასევე მცხეთაში განხორციელებული პროექტები უკავშირდება მის სახელს. ჩვენ მას ვუცხადებთ თანადგომას და დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს და იქნება ღირსეული წარმომადგენელი მცხეთელების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ქალაქ მცხეთისა და თემის საკრებულოს რამდენიმე წევრი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნება, თუმცა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ამის შესახებ მათ დღეს მცხეთაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. გადაწყვეტილება საზოგადოებას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გურამ ანსიანმა გააცნო. როგორც გურამ ანსიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ისინი არჩევნებში მხარდაჭერას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს უცხადებენ, რადგან დიმიტრი ხუნდაძემ დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.