საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით უსუფაშვილმა ქობულეთში საარჩევნო შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს იპოთეკით დაზარალებულების შესახებ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, პარლამენტმა მოსახლეობის მოთხოვნა შეასრულა - ადგილობრივებს მიეცა დრო პრობლემა მოეგვარებინა.
„სამწელიწადნახევრის განმავლობაში მოსახლეობის დიდ უმეტესობას, რომლებსაც იმწუთიერი პრობლემა ჰქონდა და შეიძლებოდა დარჩენილიყო სრულიად უყველაფროდ, ჩვენ მოვახერხეთ და უმეტესობას მივეცით დრო, 2-3 წელი იმისთვის, რომ გამართულიყო წელში და მოეგვარებინა პრობლემა.
საქართველოს პარლამენტის მიმართ ეს მოთხოვნა იყო პირველ რიგში და ჩვენ ეს შევასრულეთ. მაგრამ ის, რომ ვინმეს მიერ აღებული ვალის გადახდას დავაკისრებთ სხვას, ასე არ გამოვა. გაგრძელდება მცდელობა, რომ იყოს შეღავათიანი პირობები, მაგრამ ვალს გადახდა უნდა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.