"ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა, როცა ის დაუკრეფავში გადავიდა და დაიწყო სხვადასხვა ინსინუაციები პრესასთან ერთად ჩემს პირად ცხოვრებაზე. იმის მერე, სიმართლე გითხრათ, მე არც მქონია მასთან საუბრის სურვილი". - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას. ალასანია აცხადებს, რომ ივანიშვილი საქართველოს წარსულში "ქაჩავს".
ალასანიას თქმით, თუ კი მიხეილ სააკაშვილს ვინმე ასულდგმულებს, თუ კი ვინმე მას ხდის რელევანტურს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
"ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პრობლემა ქვეყნის, იმიტომ, რომ ის საქართველოს ქაჩავს წარსულში. თუ კი მიხეილ სააკაშვილს ვინმე ასულდგმულებს, თუ კი ვინმე მას ხდის რელევანტურს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილი არის წარსული. თუ მას რაიმე კრიმინალური დანაშაული აქვს, კეთილი ინებოს და დაუდასტუროს პროკურატურამ. თუ არ აქვს, საერთოდ დავივიწყოთ. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ", - განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა არასწორი ფაქტებით იყო გაჯერებული, მათ შორის "თავისუფალი დემოკრატებისა" და პირადად მისდამი.
"გაუგებარი იყო, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პირველივე დღეებიდან მისი უნდობლობა, მისი აგრესია, რომელიც წამოიშვა ჩემსა და "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ. გახსოვთ, მაშინ მიზეზი მოგვდო, რომ მისგან ფარულად ვაპირებდით საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას. ეს რა სისულელეა! როგორ შეიძლება ვიღაცამ ვიღაცისგან ფარულად კამპანია, თან საპრეზიდენტო ჩაატარო?! ამაზე ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა. გარკვეულწილად მან აღიარა, რომ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. ასევე ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა, როცა ის დაუკრეფავში გადავიდა და დაიწყო სხვადასხვა ინსინუაციები პრესასთან ერთად ჩემს პირად ცხოვრებაზე. იმის მერე, სიმართლე გითხრათ, მე არც მქონია მასთან საუბრის სურვილი. ბოლო შეხვედრა შედგა, როცა ჩვენ დავტოვეთ კოალიცია", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.