ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ვაკეში გუშინ მომხდარი მკვლელობა ძალიან მძიმეა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ყველანაირი სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში უკეთესობისკენაა.
„რა თქმა უნდა, ფაქტი, რომელიც მოხდა, არის ძალიან მძიმე, ძალიან ცუდი. მე როგორც მოვისმინე, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება. ის, რასაც ოპონენტები საუბრობენ, არის სიცრუე, სიცრუეზე დაფუძნებული მათი დემაგოგია და ეს არ არის სიახლე, ჩვენ წლებია ვისმენთ ამას მათი მედიასაშუალებების მეშვეობით, რაზეც აქვთ ყველაფერი აგებული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი სტატისტიკა, მაჩვენებლები აჩვენებს იმას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში აბსოლუტურად არის უკეთესობისკენ. თუმცა ეს ფაქტი, რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა კალაძემ.
გუშინ ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ორ ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა, მეორე კი - დაიჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.