„ჩვენი პარტიის მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც ასევე მხარს უჭერენ ჩვენ მიერ ყველა ოლქში წაყენებულ კანდიდატებს. ყველა კანდიდატი სარგებლობს ჩვენი უდიდესი ნდობით“, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მცხეთისა საკრებულოს რამდენიმე დეპუტატის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ მცხეთაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ღირსეული კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.
„დღეს ქალაქ მცხეთისა და თემის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ისინი ემიჯნებიან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს, მაგრამ მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ის პირები, რომლებმაც დღეს განცხადება გააკეთეს, არ წარმოადგენენ უმრავლესობას და არ არიან „ქართული ოცნების“ წევრები.
გვინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც ასევე მხარს უჭერენ ჩვენ მიერ ყველა ოლქში წაყენებულ კანდიდატებს. ყველა კანდიდატი სარგებლობს ჩვენი უდიდესი ნდობით.
რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძეს, ამის თაობაზე განცხადება არაერთხელ გავაკეთეთ. მცხეთაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ღირსეული კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ჩვენი და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და გვჯერა, რომ 8 ოქტომბერს ისევე როგორც სხვაგან, მცხეთაშიც გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
ქალაქ მცხეთისა და თემის საკრებულოს რამდენიმე წევრი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნება, თუმცა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ამის შესახებ მათ დღეს მცხეთაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. გადაწყვეტილება საზოგადოებას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გურამ ანსიანმა გააცნო. როგორც გურამ ანსიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ისინი არჩევნებში მხარდაჭერას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს უცხადებენ, რადგან დიმიტრი ხუნდაძემ დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.