მარნეულის რაიონის სოფელ კირიხლოში 259 ოჯახი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს
03-09-2016, 06:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა მარნეულის რაიონის სოფელ კირიხლოში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.

 

 

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 11 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობის შედეგად, ქსელში ჩართვის შესაძლებლობა სოფელში მცხოვრებ 259 ოჯახს მიეცა.

 

 

„ქვემო ქართლში „სოკარ ჯორჯია გაზს“ აშენებული აქვს 1,027 კმ-იანი სიგრძის გაზსადენი და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა  26 ათას 837 აბონენტს აქვს. ამასთან, ქვემო ქართლში, ბუნებრივ აირს უკვე მოიხმარს 100 ათასი ოჯახი.

 

 

წლის ბოლომდე, ქვემო ქართლის რეგიონში 158 კილომეტრიანი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც დამატებით 3,434 პოტენციურ აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

 

 

2016 წლის გაზიფიცირების გეგმის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, „სოკარ ჯორჯია გაზი“ ააშენებს 1,600 კმ სიგრძის გაზგამანაწილებელ ქსელს და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება დამატებით 40 ათასზე მეტ ოჯახს.

 

 

საერთო ჯამში, 2009-2017 წლებში, საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, „სოკარ ჯორჯია გაზს“, აშენებული ექნება 7,000 კმ-ზე მეტი გაზგამანაწილებელი ქსელი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს 250 ათას პოტენციურ აბონენტს“,-ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი