დემურ სტურუას დედას სცემეს
03-09-2016, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუას სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.

 

 

ოჯახის ადვოკატის, გურამ იმნაძის ინფორმაციით, ნონა ჯოჯუას გუშინ, გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მისი შვილის თვითმკვლელობის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხული ერთ-ერთი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მოძალადის ქმედება მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. 

 

 

მისივე თქმით, ცემის ფაქტს სამტრედიის პოლიცია იძიებს, თუმცა საჭიროა გამოძიება მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს, ვინაიდან სტურუების ოჯახი ადგილობრივ პოლიციას უნდობლობას უცხადებს. 

 

 

რაც შეეხება ნონა ჯოჯუას ჯანმრთელობის მდგომარეობას, გურამ იმნაძის ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

 

 

22 წლის დემურ სტურუამ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლა დაასახელა. პროკურატურამ, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა და მასზე ძებნა გამოაცხადა. სასამართლო კი მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

დემურ სტურუას ოჯახის წევრები სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის დაკავებას ითხოვენ. როგორც სტურუას ოჯახის წევრები აცხადებენ, ისინი სამართლადამცველებს ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი