„ამ ადამიანების ერთადერთი დაინტერესება არის მხოლოდ ფული და იპოვეს კიდეც თავშესაფარი, მაგრამ არ მგონია ცეზარ ჩოჩელი იყოს ისეთი უჭკუო ადამიანი, რომ მათზე დიდი ფული დახარჯოს. მათზე ალბათ, მხოლოდ ხურდა ფულს გაიმეტებს და ისინი არიან ამის ღირსი“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც მცხეთის საკრებულოს წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ხუნდაძე ამბობს, განცხადების ავტორები „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან, ამიტომ, მისთვის გაუგებარია ამ განცხადების შინაარსი.
„დავიწყებ ყველაზე სენსაციურით, მაგალითად, თამაზ ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ასევე შიო ჯატიაშვილი ამავე პარტიიდან... გამოდის, რომ „ლეიბორისტული პარტია“ მცხეთაში მხარს უჭერს ცეზარ ჩოჩელს. მათივე თქმით, ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს. ასევე „კონსერვატიული პარტიიდან“ დავით ჯალაბაძე, „პატრიოტთა ალიანსიდან“ ვაჟა თათარაშვილი, „რესპუბლიკელი“ თეიმურაზ მირესაშვილი, ნუგზარ ჩანადირი - ბურჯანაძის პარტიიდან, ასევე გურამ ანსიანი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატი“ იყო და შემდეგ დატოვა მისი რიგები და გადმოვიდა „ქართულ ოცნებაში“ და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ზაურ ღვინიაშვილი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ქალაქ მცხეთისა და თემის საკრებულოს რამდენიმე წევრი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნება, თუმცა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ამის შესახებ მათ დღეს მცხეთაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. გადაწყვეტილება საზოგადოებას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გურამ ანსიანმა გააცნო. როგორც გურამ ანსიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ისინი არჩევნებში მხარდაჭერას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს უცხადებენ, რადგან დიმიტრი ხუნდაძემ დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.