ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონს, დავით ჩხარტიშვილს ოზურგეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ დავით ჩხარტიშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა თანაქალაქელმა გვასახელა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის არ არის პირველი მსოფლიო ჩემპიონი ოზურგეთისთვის და დარწმუნებული ვარ, არც ბოლო არ იქნება. ჩვენს ქალაქს მომავალშიც კიდევ ბევრ მსოფლიო ჩემპიონს და ასეთი გამარჯვებებით გამოწვეულ სიხარულს ვუსურვებ“, - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
დავით ჩხარტიშვილი საფრანგეთში, ახალგაზრდებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, რომელიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში იაპონელი იო ნამბა ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.