კახა კალაძე: ვისურვებდით, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ პარტიებს
03-09-2016, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რამდენი პარტია შევა პარლამენტში, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ პარლამენტში იყოს სხვადასხვა პარტიები წარმოდგენილი, თუმცა ყველა კვლევა, რომელიც იყო დღემდე ჩატარებული, აჩვენებს იმას, რომ ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ პარტიებს“,- განაცხადა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ენერგეტიკის მინისტრმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ იაქტიურონ, რადგან ზოგადად დემოკრატიული კუთხით ეს იქნება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ჰყავდეს მრავალპარტიული პარლამენტი.

 

 

„დააკვირდით კვლევებს და ამას ჩვენი შიდა კვლევებიც აჩვენებს, რომ ავიღოთ თუნდაც სხვა პარტიის, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი რეალური ძალა, ვინც მიაღწევს წარმატებას და დიდი უმრავლესობით შევა პარლამენტში, ეს არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი