უსუფაშვილი "ნაციონალებს": ნატოში გაწევრიანება ისე სწრაფი ვერ აღმოჩნდა, როგორც თქვენ 2008 წელს გეგონათ
21-02-2015, 00:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"უფროს ზურაბ აბაშიძეს მივმართავ - გაითვალისწინოს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის პატარა უსუფაშვილი, უმცროსი ზურაბ აბაშიძე, დიდი აკაკი მინაშვილი და ასე შემდეგ და თავისი გამოთქმები, შენიშვნები და ფრაზეოლოგია მაქსიმალურად იმ დოგმატურ პოზიციებს მიუახლოვოს, რომელსაც ჩვენი პატივსაცემი კოლეგები გვიკიჟინებენ", - ეს მიმართვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებული განცხადების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო გააკეთა.

 

 

უსუფაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს უთხრა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი ისეთი სწრაფი ვერ აღმოჩნდა, როგორც მათ 2008 წელს ეგონათ.

 


"ქვეყანა, რომელიც ვერ ახერხებს საერთაშორისო ასპარეზზე და საგარეო ურთიერთობებში გამოჩნდეს როგორც ქვეყანა, სახელმწიფო, ვერ ახერებეს იმას, რომ მასში არსებული პოლიტიკური ჯგუფები საგარეო ურთიერთობებში გამოდიოდნენ, როგორც საერთო ინტერესების დამცველები, ის ქვეყანა, რა თქმა უნდა, საფრთხის წინაშეა – ნატოს წევრობითაც და ნატოს წევრობის გარეშეც. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ უზოგადეს საკითხში მოვძებნოთ ის, რაც გვაერთიანებს და ეს არაერთხელ გამოკვეთილა ამ დარბაზში გამართული დებატების დროს. ორივე მხარეს ძალიან მკაფიოდ გვინახავს საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით, პრაქტიკულად არანაირი განსხვავებები არ არის, გარდა იმისა, თუ როგორ ჯობია – მარჯვნიდან შემოვუაროთ თუ მარცხნიდან. მაგრამ შეიძლება ყოველ ჯერზე იმის მიზეზებს ვეძებდეთ, რომ რაღაც პატარა საკითხი და პრობლემა იმ დონეზე და ზომამდე ავიყვანოთ, რაც მე აქ აკაკი მინაშვილის მხრიდან მოვისმინე და რაც შემდგომში ჩვენმა კოლეგამ ზურაბ აბაშიძემაც დაამატა?! შეიძლება აქამდე აყვანა ამ თემებისა და საკითხების?! პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ ხვალ და ზეგ ნატოს წევრობა რეალური არ არის. ჩვენს კოლეგას ოპოზიციიდან რომ ეთქვა, ნატოში ინტეგრაცია ეს არის პროცესი, რომელშიც ჩვენ უნდა ვიაროთ წინ და გადავდგათ ერთად ნაბიჯები, ეს მშვენიერი პოლიტიკური განცხადება იქნებოდა და მას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებდა, მაგრამ იგივე შინაარსის ფრაზა თუ ნათქვამი სხვა სიტყვებით, უკვე არის კატასტროფა! ამიტომ აქედან უფროს ზურაბ აბაშიძეს მივმართავ - გაითვალისწინოს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის პატარა უსუფაშვილი, უმცროსი ზურაბ აბაშიძე, დიდი აკაკი მინაშვილი და ასე შემდეგ და თავისი გამოთქმები, შენიშვნები და ფრაზეოლოგია მაქსიმალურად იმ დოგმატურ პოზიციებს მიუახლოვოს, რომელსაც ჩვენი პატივსაცემი კოლეგები გვიკიჟინებენ. როგორც ბიბლიაში არ უნდა შეცვალო სიტყვა, ამ დონის დოგმატიკამდე უნდათ მიიყვანონ ნატოზე და ნატოსთან დაკავშირებული საკითხები. გთხოვთ, წერილობით მომაწოდოთ ეს - რა ფრაზით შეიძლება იმ რეალობის აღწერა, რომ დიახ, სამწუხაროდ, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე სწრაფი ვერ აღმოჩნდა, როგორც თქვენ 2008 წელს გეგონათ, როგორც მე 1995 წელს მინდოდა და როგორც ყველას გვინდა, რომ ნატოში ხვალ და ზეგ მოვხვდეთ. ეს რეალობაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგათ და ამ ჩარჩოში ვმოძრაობთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი