„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს.
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნების“ გამარჯვება წინასწარ დააანონსა. ნათელაშვილი მმართველ პარტიას შეუსრულებელ დაპირებებსაც ახსენებს.
„იგრძნო რა გარდაუვალი დამარცხების საშიშროება, ჩირგვებიდან გამოძვრა ჩვენი მომავლის მტერი - ბატონი ივანიშვილი, დააანონსა საკუთარი სამარცხვინო პარტიის გამარჯვება და თანაგრძნობა გამოგვიცხადა შეუსრულებელი დაპირებების გამო. შუბლის ძარღვზე საუბარი აქ ზედმეტია... კიდევ ერთხელ ვიწვევ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ტელედებატებში, მისთვის სასურველ დროსა და ადგილას. მანამდე ვთავაზობ, ერთად გავიაროთ ქუჩაში, ყოველგვარი დაცვის გარეშე, მერე ნახავს რა გამარჯვება ელოდება წინ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.