„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, 8 ოქტომბერი ჭაობიდან ამოსვლის დღე იქნება.
ამის შესახებ მან ასურეთში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ეს სოფელი თავისი უნიკალური ისტორიით, ქართული და გერმანული ტაძრებით, საუკეთესო ასურეთული ღვინით, დიდ ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა ფარცხისთან, თეთრიწყაროსთან, სამშვილდესთან, ბირთვისთან, ფიტარეთთან და გუდარეხთან ერთად. ყველამ უნდა მოვინდომოთ და ერთად შევქმნათ ამ დიდებული მხარის მომავალი. 8 ოქტომბერი ჭაობიდან ამოსვლის დღე იქნება“, - განაცხადა წიკლაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.