ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „წინანდალი რედისონი“ აშენდება
03-09-2016, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თელავის რაიონში, სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების, პირველი ბრენდირებული სასტუმრო „წინანდალი რედისონი“ აშენდება.

 

 

30-მილიონიან საინვესტიციო პროექტზე შეთანხმება წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შედგა.

 

 

ოფიციალურ დოკუმენტს წინანდალში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ და „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალი კომპანიის „წინანდლის მამულების“ დირექტორმა, გიორგი ხარაბაძემ მოაწერეს ხელი.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რეგიონებში ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროების აშენება ხდება.

 

 

„ერთი მხრივ, დღეს ალექსანდრე ჭავჭავაძის 230 წლის იუბილეა და მეორე მხრივ, „საპარტნიორო ფონდმა“ და „სილქ როუდ ჯგუფმა“ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც წინანდლის მამულებში 30 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება პირველი ბრენდული სასტუმრო კახეთში - „რედისონი“. ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ბრენდული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ჩნდება რეგიონებში იმიტომ, რომ რეალურად ეს არის რეგიონის გამოჩენა მსოფლიოს რუკაზე. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. 50 000-ზე მეტი სტუმარი სტუმრობს წინანდლის მამულს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ პოტენციალი 10-ჯერ მეტია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ახალ სასტუმროში დაახლოებით, 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი