სოფელ ჩაქვისთავში სახალხო ზეიმი „ჩაქვისთაობა“ გაიმართა
03-09-2016, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ ჩაქვისთავში ჩაქვისწყლის ხეობის სახალხო ზეიმი „ჩაქვისთაობა“ გაიმართა, რომელიც დაბა ჩაქვის, ხალას, საჩინოსა და ჩაისუბნის ტერიტორიულ ორგანოებს მოიცავს. სახალხო ზეიმი ტრადიციულია და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

 


როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სახალხო ზეიმის ფარგლებში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ხალას კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. ასევე ნარდსა და მკლავჭიდში სპორტული შეჯიბრებები მოეწყო.

 


სახალხო ზეიმს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრნენ და ჩაქველებს სახალხო ზეიმი მიულოცეს.

 


ღონისძიება ქობულეთის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიამრთა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი