შსს–მ წარსულში ნასამართლევი 3 პირი სხვადასხვა ტიპის დანაშაულისთვის დააკავა
04-09-2016, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, მიმდინარე წლის 3 და 4 სექტემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

 

 

"დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ყ. თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა პისტოლეტი, მჭიდითა და 4 ცალი ვაზნით; ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 4 ცალი თეთრი ფერის აბი და 2 ცალი თეთრი ფერის აბის ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზა. გიორგი ყ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 24 ცალი ვაზნა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას დაკავებულს ნარკოტიკული საშულებებების: მარიხუანასა და სუბოტექსის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

 


აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიების პარალელურად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნოდარ ნ. თბილისში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 


თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დაკავებული იქნა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ფ. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", – აღნიშნულია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი