"ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, თუ როგორ გავზარდოთ ახმეტის სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს თუშეთის მიმართულებით", – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.
”ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ამ პერიოდის განმავლობაში რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის სწრაფი განახლებისთვის, იმისთვის, რომ სრულად დასრულდეს ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. დასრულდეს ტურისტული მიმართულებებით გზების მშენებლობა, იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. ახმეტას ეს პირდაპირ შეეხება, ვინაიდან ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, თუ როგორ გავზარდოთ ახმეტის სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს თუშეთის მიმართულებით”, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ არის გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 4 წლის განმავლობაში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდეს განათლების სისტემაში. ”პედაგოგი იყოს უფრო დაფასებული. ისინი ნამდვილად იმსახურებენ მეტ დაფასებას სახელმწიფოს მხრიდან”, -აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პარტიის შექმნის შესახებ და 2012 წლის შემოდგომაზე მოხდა ძირეული გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ სინამდვილეში. ”თქვენ გახსოვთ წინასაარჩევნო კამპანია 2012 წლის განმავლობაში, თუ რა ხდებოდა: ზეწოლა, ქვების სროლა, ჩაქოლვები. დღეს არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი მოხდა და შევეცდებით ეს აღარ განმეორდეს. ამ 4 წლის განმავლიბაში ჩვენ მოვაგვარეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიც არის ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვა. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, აღარ არის საჭირო უკანასკნელი ქონების გაყიდვა იმისთვის, რომ ოჯახის წევრს უმკურნალო. არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან ამხელა ყურადღება სოფლის მეურნეობაზე, როგორც არის დღეს. ჩაყრილია საფუძველი, რათა თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ამას აუცილებლად მივაღწევთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.