36 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ზაბულის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. BBC–ის ცნობით, ყანდაარიდან ქაბულის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ბენზინმზიდს შეეჯახა.
ავარიის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა ნაწილმა ძლიერი დამწვრობა მიიღო. შემთხვევის შედეგად 25-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულების ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ნაწილი კი ქაბულში გააგზავნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.