ჩვენ წამოვიწყეთ უპრეცედენტოდ ამბიციური პროექტი, რომ საქართველოს 2000 დასახლებულ პუნქტში მივიდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, სწრაფი ინტერნეტი, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ყვარელში, ყვარლისა თელავის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.
პრემიერის შეფასებით, აღნიშნული განსაკუთრებით განათლების სისტემისთვის არის მნიშვნელოვანი.
"ეს ყველაფერი რეალობაა, დაწყებულია და გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე დღიდან ოთხი წლის თავზე, ჩვენ თვისობრივად ახალი საქართველო უნდა მივიღოთ - საქართველო, რომელშიც იქნება თვისობრივად განსხვავებული განათლების სისტემა, როდესაც პედაგოგი იქნება კიდევ უფრო დაფასებული. ნამდვილად დაიმსახურეს ჩვენმა პედაგოგებმა, რომ ჩვენ ისინი მუდმივად არ ვატეროროთ გამოცდებით, არამედ აქცენტი გადავიტანოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემაში, რათა ახალგაზრდებმა ოთხი წელი არ დახარჯონ იმ სპეციალობებზე, რომლებიც ნაკლებად მოთხოვნადია; არამედ, ყურადღება გამახვილდება და სახელმწიფო რესურსი დაიხარჯება უფრო მოთხოვნად სპეციალობებზე, რათა ადამიანი, უმაღლესი განათლების მიღებისთანავე დასაქმდეს.
„ჩვენ გვექნება პროფესიული გადამზადების პროგრამები არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველასთვის. ჩვენ არც ერთი ადამიანის რესურსი არ უნდა დავკარგოთ, არც ახალგაზრდის, არც შუახნის ადამიანების და არც ხნიერების“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.