მიგრანტების დახმარების საქმეში მხოლოდ გლობალურ ძალისხმევას შეუძლია რეალური შედეგების მოტანა, – აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ჩინეთში, "დიდი ოცეულის" ფარგლებში გააკეთა და დასძინა, რომ "ევროკავშირის უნარი, მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები, ფაქტობრივად ამოწურულია".
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული სირთულეები მხოლოდ ევროპას არ ეხება და საუბარი მხოლოდ სირიელ თავშესაფრის მაძიებლებზე არ არის.
„ჩვენ მსოფლიოში 60-70 მილიონ იძულებით გადაადგილებულ პირზე ვსაუბრობთ, ამ მოვლენას ადგილი აქაც და აზიაშიც აქვს“, - განაცხადა ტუსკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.