ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ვაპირებთ სიარულს; ჩვენი საზოგადოება ამ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და კონფრონტაციას ვეღარ აიტანს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლაგოდეხის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარია, დასრულდეს სიძულვილი და საფუძველი ჩაეყაროს ნორმალურ ურთიერთობებს.
„ჩვენ არ ვართ სიძულვილის ხალხი, ჩვენ ხომ ადამიანის მოყვარული ერი ვართ. ჩვენ ხომ დღემდე მხოლოდ ერთიანობით მოგვიტანია თავი. მაშ, რა დაგვემართა ამ ბოლო დროს, რა ვირუსი ჩაისახა ასეთი, რომ ვეღარ დავძლიოთ ერთმანეთის სიძულვილი. ნუთუ არ შეიძლება, ადამიანებმა ნორმალურად ისაუბრონ, არგუმენტებით იპაექრონ და არ იყოს ერთმანეთის პიროვნული შეურაცხყოფა. ჩვენ ხომ, გარდა იმისა, რომ ევროპელები ვართ, კავკასიელები ვართ და ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა ძალიან მძიმეა. ჩვენ ყოველ საღამოს ჩვენს ოჯახებთან უნდა მივიდეთ და ჩვენს ბავშვებს ჩავხედოთ თვალებში. სწორედ ამიტომ, გვინდა, სხვებს მივცეთ მაგალითი, რომ ასეთი სტილის პოლიტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს პოლიტიკა, როდესაც ადამიანის ღირსება არაფრად ღირს. ჩვენ განვითარების ისეთი დინამიკა უნდა შევქმნათ, ისე გავაფერადოთ და ავაგუგუნოთ ჩვენი ქვეყანა, რომ არც ერთი ადამიანის ზურგზე არ გადავიაროთ, რადგან არც ერთი გზა და ესტაკადა არ ღირს არც ერთი დაჩაგრული ადამიანის შვილის ცრემლად. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და უზენაესი, რის გარშემოც ვერთიანდებით“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახლა საჭიროა სწრაფი განვითარება იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე და კეთილდღეობა, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ქვეყანაში განვითარების პროცესი.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ოთხი წლის თავზე, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, თვისობრივად ახალ საქართველოს მივიღებთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.