„ჩვენთვის მთავარია, დავასრულოთ სიძულვილი და საფუძველი ჩავუყაროთ ნორმალურ ურთიერთობებს, ნორმალურ პოლიტიკას", – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლაგოდეხში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გურამ მაჭარაშვილის წარდგენისას.
"თუნდაც, ავიღოთ მეზობლებთან მიმართებაში - დიახ, ჩვენ გვაქვს უმწვავესი პრობლემები, ოკუპაციის პრობლემა, ათასობით ადამიანი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, ჩვენს ემოციებს გადავაყოლოთ მათი მომავალი. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უზრუნველვყოთ, რომ თავიდან ავიცილოთ უარესი მომავალში, თავიდან ავიცილოთ რისკები. ჩვენ უნდა შევქმნათ სტაბილური, მშვიდი მომავლის პერსპექტივა, რათა ადამიანები, დილით გაღვიძების შემდეგ, საუზმის დროს არ უყურებდნენ წინა საღამოს პოლიტიკურ თოქ-შოუს, თუ როგორ ჭამენ ადამიანები ერთმანეთს, არამედ ფიქრობდნენ იმაზე, რა გააკეთონ საკუთარი ოჯახისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის და უკეთესი მომავლისთვის. ასეთი ადამიანები ვართ ჩვენ და ასეთი საქართველო გვინდა“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს ქვეყანა, სადაც ადამიანებს უსამართლოდ არ ჩაგრავენ, სადაც უკეთესი ქვეყანა შენდება ისე, რომ მოქალაქეების ღირსება არ ილახება.
პრემიერ მინისტრმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. მისი შეფასებით, დღეს უპრეცედენტოდ დიდი ყურადღება ეთმობა მცირემიწიან ფერმერთა დახმარებას საგაზაფხულო ხვნა-თესვაში, არსებობს გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები, მრავალწლიანი ნარგავების გაშენების სპეციალური პროგრამა - „დანერგე მომავალი“, კოოპერატივების წახალისების პროგრამა.
„კოოპერატივი ძვირფასია ჩვენთვის, რადგან კოოპერაცია გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ინარჩუნებენ თავიანთ საკუთრებას და ერთიანი სახელმწიფო პროგრამის ქვეშ ხდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამსხვილება ისე, რომ არც ერთი ადამიანი არ კარგავს საკუთრებას თავის მიწასა და ქონებაზე. ამ მიდგომის შედეგად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩავუყარეთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ორი დღის წინ, მე შევხვდი 150 სრულიად ახალ ფერმერს, რომლებმაც ამ პროგრამების შედეგად შექმნეს ახალი სასოფლო-სამეურნეო წარმოებები. ვიღაცეები იკითხავენ, სად არის ქარხნები, საიდანაც ბოლი ამოდისო. ძალიან მნიშვნელოვანია და არაფრით ნაკლებია მეცხოველეობის ფერმა, ყველის ახალი საწარმო და ა.შ 150 ასეთი ადამიანი, ზოგიერთი - მსხვილი, ზოგიერთი წვრილი ფერმერი საუბრობდა იმაზე, როგორ დაიწყეს ნულიდან ახალი ცხოვრება, შექმნეს ახალი საწარმო და როგორ უზრუნველყოფენ არა მხოლოდ თავიანთ ოჯახებს, არამედ ასაქმებენ ათობით და ასობით ადამიანს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ის საფუძველი, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიან სამოქმედო გეგმასთან ერთად, დღეიდან ოთხი წლის თავზე თვისობრივად განსხვავებულ ქვეყანას შექმნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.