რა შეთანხმება გააფორმეს ქიბარ ხალვაშმა და ირაკლი ოქრუაშვილმა 2010 წელს "რუსთავი 2-ის" შესახებ?!
05-09-2016, 00:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავი 2-მა სკანდალური დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში რუსთავი 2 არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.

 


5 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია:

 


"ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე."

 


მეორე პუნქტში ასევე ნათქვამია, რომ თუ ქიბარ ხალვაში აღნიშნულ შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.

 


რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტის შინაარსს, თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს არასდროს არ ეკუთვნოდა. ოქრუაშვილის თქმით სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ის ხალვაშთან სასამართლო დავის დაწყებასაც გეგმავს.

 


"ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი არ ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა - ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ, 2010 წელს გაფორმდა ბერლინში. დავა არ გვქონია, მაგრამ ვაპირებ აუცილებლად,"- აცხადებს ოქრუაშვილი.

 

 

დოკუმენტის შინაარსი სრულად:

 

 

შეთანხმება ქ.ბერლინი 4 თებერვალი 2010წ.

 

 

ერთის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი (დაბ. 06.11.1973 მის C/o Thierry Levy, 92 Rue de Vatenne, 75007 Paris, France) და მეორეს მხრივ, ქიბარ ხალვაში (დაბ. 20.05.1963 მის. C/o Giorgobiani, waltoper platz8, 12207 Berlin, Germany) წინამდებარე შეთანხმების გაფორმებით ადასტურებენ ადრე დადებულ ზეპირ შეთანხმებებს, რომლებიც დროდადრო იდებოდა მხარეებს შორის. კერძოდ:

 

 

1. მხარეები ადასტურებენ, რომ გასულ 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული პირებისაგან მიიღო 7 700 000 ( შვიდი მილიონ შვიდასი ათასი) ამერიკული დოლარი სესხის სახით. ზემოაღნიშნული დასტურად ქიბარ ხალვაში თანხმდება, რომ აღნიშნულ თანხას წლიური 10%-იან სარგებელთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილს სრულად უკან დაუბრუნებს ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს 2015 წლის 1-ლი იანვრისა (არაუმეტეს 1 540 000 ამერიკული დოლარისა ყოველწლიურად. პლიუს ზემოაღნიშნული პროცენტის დამატებით, პროცენტის რაოდენობა აითვლება 2008 წლის 4 თებერვლიდან და გამოითვლება სრული თანხიდან)

 

 

2. მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით (აგრეთვე ამ უკანასკნელის საკუთრებაში და კონტროლქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით) შეძენილ იქნა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის 100%-იანი წილი, რომლის გარიგებებიც სრულად იქნა დაფინანსებული ირაკლი ოქრუაშვილის მიერ. ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის" შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე," მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2-ის" მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე. ქიბარ ხალვაში წინამდებარე პუნქტის დარღვევის ან სადაოდ გახდის შემთხვევაში ვალდებულებას იღებს ირაკლი ოქრუაშვილს კომპენსაციის (ჯარიმის) სახით გადაუხადოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ამერიკული დოლარი.

 

 

3. ამ შეთანხმების ირგვლივ წარმოქმნილი დავების შესახებ სასამართლოების იურისდიქციის (ნებისმიერი ქვეყნის ჩათვლით) არჩევის უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაშის მიერ დავის ინიცირებისას, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ იურისდიქციის არჩევნებზე უარის თქმის შემთხვევაში (შეტყობინებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ) იურისდიქციად განისაზღვრება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო ქ. პარიზში (არბიტრაჟის პროცედურები წარმოებს International Chamber of Commerce წესების შესაბამისად)

 

4. ყოველგვარი შეტყობინებებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ამ შემთხვევაში მითითებული მისამართები.

 

 

5. შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე სამი თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად.

 


rustavi2.com

 

კომენტარები: 217
#217   Linnea
      
References:


Tablet pokies bpay BPay pokies no deposit bonus
21 ოქტომბერი 2026 21:52
#216   Terrell
      
References:


Bpay pokies withdrawal https://onlinevetjobs.com/author/loafsing2/
21 ოქტომბერი 2026 15:54
#215   Niamh
      
References:


Bpay pokies sign up bonus https://peatix.com/
21 ოქტომბერი 2026 14:24
#214   Jayne
      
References:


Australian pokies osko brandmoshaver.com
20 ოქტომბერი 2026 16:10
#213   Linnie
      
References:


Instant wire transfer casino australia https://pad.stuve.de
20 ოქტომბერი 2026 13:35
#212   Damon
      
References:


Bank wire casinos australia https://www.akaqa.com/account/profile/19192080185
20 ოქტომბერი 2026 04:46
#211   Jamel
      
References:


Top 10 neosurf casinos australia neosurf casino match bonus australia
19 ოქტომბერი 2026 11:23
#210   Xiomara
      
References:


MiFinity casino reload bonus Australia http://www.old.90asjdo3a.рф
19 ოქტომბერი 2026 05:32
#209   Ulrike
      
References:


Best BPay pokies Australia tablet pokies bpay
18 ოქტომბერი 2026 17:51
#208   Liam
      
18 ოქტომბერი 2026 15:03
#207   Hannelore
      
References:


Bank wire transfer casino sites australia wire transfer
casino withdrawal methods Australia
14 ოქტომბერი 2026 07:43
#206   Shona
      
References:


Wire transfer casino welcome bonus Australia
fast payout bank transfer casino australia
14 ოქტომბერი 2026 04:54
#205   Dannie
      
References:


Online gambling wire transfer australia alfa-power.de
14 ოქტომბერი 2026 04:29
#204   Jason
      
References:


Online casino australia neosurf telegra.ph
14 ოქტომბერი 2026 01:19
#203   Angelina
      
References:


Aud wire transfer casinos http://www.qilurexian.net/?279256
14 ოქტომბერი 2026 01:04
#202   Rodger
      
References:


Casino direct bank transfer Australia no deposit bonus wire transfer casino australia
11 ოქტომბერი 2026 22:29
#201   Evan
      
References:


Neosurf casino tips australia https://concretewiki.site
11 ოქტომბერი 2026 19:13
#200   Aidan
      
References:


Compare neosurf casinos australia https://hedgedoc.ludos-disciplinarum-misi.fyi/
11 ოქტომბერი 2026 04:01
#199   Alberto
      
References:


Bank transfer casino deposit Australia bank
transfer online pokies australia
11 ოქტომბერი 2026 03:46
#198   Julianne
      
References:


Neosurf real money casino australia https://forums.webyog.com/author/zonecook43/
4 ოქტომბერი 2026 15:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 11წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი