საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა დღეს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელს" LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ კლაუდე მოარესმა განუცხადა.
„ანგარიშის ავტორი გამოცდილი მომხსენებელი მარია გაბრიელია. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მიმართ ჩვენს კომიტეტში პოზიტიური დამოკიდებულებაა. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ქართულ დელეგაციასთან. ველოდები პოზიტიურ შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანამდვილებით დღეს ამის თქმა არ შემიძლია. რა თქმა უნდა, ერთი ან ორი სახელმწიფო ტრადიციულად დააყენებს საკითხებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლას უკავშირდება. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე კომიტეტში კენჭისყრა ემთხვევა დროს, როდესაც ვცდილობთ, ამ ნაბიჯით ახლო ურთიერთობები დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოში მყოფ სახელმწიფოებთან. ეს არ არის ცალმხრივი გზა, პასუხისმგებლობას ორივე მხარე იღებს“, - განაცხადა კლაუდე მოარესმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.