ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა მის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში გაუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს. ფხენიანმა რაკეტები ჩინეთისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების სი ძინპინისა და პაკ კინ ჰეს შეხვედრიდან რამდენიმე საათში გაუშვა.
ოფიციალურ შეხვედრაზე სამხრეთ კორეის ლიდერმა ჩინეთის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის შეკავების პროცესში უფრო აქტიური ჩართულობა სთხოვა. ჩინეთი ფხენიანის მოკავშირედ ითვლება.
პაკ კინ ჰემ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტკური რაკეტების გაშვება და ბირთვული იარაღის გამოცდა პროვოკაციად შეაფასა. სი ძინპინმა კი უკმაყოფილება გამოთქვა შეერთებული შტატების ინიციატივაზე, სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები განათავსოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.