შშმ პირთა დახელოვნების ცენტრის ინიციატივით, შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისა და აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის შვილებისათვის შემეცნებითი-გასართობი ღონისძიება ჩატარდა. ამის შესახებ Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პატარებმა დაათვალიერეს გელათისა და მოწამეთას ისტორიული ძეგლები და გასართობ ცენტრში სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
პროექტი ხონის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
"ჩვენ ახლაც და მომავალშიც მხარს ვუჭერთ და ვეთანხმებით ყველა იმ ინიციატივას, რაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციას ისახავს მიზნად და ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება", - განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.