"ჩვენს მიერ გატარებული აგრარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს ის, რომ წარმატებით ხორციელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი და პროგრამა "აწარმოე საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო "რედისონში", სოფლის მეურნეობის ახალი პროექტის "დანერგე მომავლის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ სოფლის მეურნეობა ეს ის დარგია, რომელმაც ძალიან დიდი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ეკონომიკის წინსვლის საქმეში.
მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა 105 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა და გაფართოვდა 580-ზე მეტი საწარმო.
"ჩვენ უკვე არაერთი პროექტი დავიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ ფერმერების, მეწარმეებისა და გლეხების ხელშესაწყობად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად მოგვიტანს საგრძნობ შედეგებს.
ჩვენს მიერ გატარებული აგრარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს ის, რომ წარმატებით ხორციელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი და პროგრამა "აწარმოე საქართველოში". სახელმწიფოს მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა 105 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა და გაფართოვდა 580-ზე მეტი საწარმო.
უკვე მესამე წელია 800 ათასი ფერმერი სახელმწიფოსგან იღებს დახმარებას. წლების განმავლობაში დაუმუშავებელ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა.
მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით ამუშავებული 105 საწარმოდან 18 ხილის გადამმუშავებელი საწარმოა. "შეღავათიანი აგროკრედიტის" და "გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების" პროექტების ფარგლებში მათ 11 863 752 ლარის სესხი შეღავათიანი პირობებით აიღეს, აქედან 4 ახალი საწარმოა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ახალი პროექტი, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული სხვა პროექტები, წარმატებით იმუშავებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეწარმეებს წამოიწყონ და განავითარონ თავიანთი მეურნეობები და საწარმოები.
"ასე რომ, მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს ამ დარგში მუშაობის გამოცდილება, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა - სახელმწიფოს მხარდაჭერა და ჩაერთონ ამ პროექტში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.