ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს. 15-წევრიანი საკრებულოდან 10-მა წევრმა მხარი დაუჭირა ილია მეტრეველის თანამდებობიდან გადაყენებას.
გორის საკრებულოს სხდომა, რომელიც 07:30 საათისთვის იყო დანიშნული, 10:00 საათისთვის დაიწყო. დეპუტატების განცხადებით, მიზეზი ის გახდა, რომ არასამუშაო საათებში მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, მისი გასაჩივრების საბაბი გამხდარიყო.
„როგორც იცით, საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დანიშნა დილის რვის ნახევარზე. რეგლამენტის მიხედვით კი, არასამუშაო საათებში მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, სხდომა გადაგვედო 10:00 საათისათვის“,-განაცხადა საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე თამარ თედლიაშვილმა.
ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.