„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში“,-განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში.
„საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ამ დრომდე წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, განსაკუთრებული ინციდენტებისა და დარღვევების გარეშე, რაც აღიარებულია დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებით. ჩვენი პარტიის მიზანია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს სწორედ ამგვარ მშვიდ და სამართლიან გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად გარემოში წარმართოს საარჩევნო კამპანია და ამომრჩევლებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.
სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მიზანი სრულიად საპირისპიროა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში.
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არამხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს თხოვნით მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ისეთ ფაქტებზე და შემთხვევებზე, რომლემაც შესაძლოა, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს.
„ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები და არ დაუშვან, რომ მათი მხრიდან მოხდეს გარკვეული დაპირისპირების პროვოცირება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირების მხრიდად არის პროვოცირება, არ აჰყვნენ ასეთი ტიპის პროვოკაციებს“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.