150 ახალი და 700 გაფართოებული საწარმო, 1 611 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული 23 677 ჰექტარი მიწის ფართობი და ა.შ, - ოთარ დანელიამ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
მინისტრმა, ანგარიშის პრეზენტაციისას, ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე და აღნიშნა, რომ დარგში პოზიტიური მაჩვენებლები სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის დამსახურებაა.
ოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტის შედეგად მიღწეულია სერიოზული შედეგები, - ასე შეაფასა ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთან ერთად, ყველას, ვინც დღემდე ამ მიმართულებით წარმატებაში მიიღო მონაწილეობა, მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა ოთარ დანელიას საკანონმდებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ევროპასთან საკანონდებლო სივრცის ჰარმონიზაციის კუთხით და ოთარ დანელიას პარლამენტში ყოფნა ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია იყო, რომელიც ასახავს ჩვენი მთავრობის მიდგომას ამ დარგის მიმართ. ეს დარგი გახლავთ, ერთის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ხოლო, მეორეს მხრივ, მას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ამიტომ, ყველა ეს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას - მცირემიწიან ფერმერთა დახმარება საგაზაფხულო სამუშაოებში, შეღავათიანი აგროკრედიტი, კოოპერატივების დახმარების პროგრამა, მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამა, გადამამუშავებელი და მეორადი დამატებითი ღირებულების შექმნის კუთხით საწარმოების და შემნახველი მეურნეობების დახმარება და ა.შ, თვისობრივად ცვლის ქვეყანაში ლანდშაფტს სოფლის მეურნეობის მიმართულებით; ეს არის ახალი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოთარ დანელია "ქართული ოცნების" მიერ მარტვილისა და აბაშის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.