საქართველოს ვიზა–ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით LIBE-ში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა აქვს, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
„LIBE-ს კომიტეტში ჩვენი საკითხის განხილვა ჯერ კიდევ ივლისში გაიმართა, სადაც ძალიან პოზიტიური შეფასება იყო დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის მიმართ, ყველა გატარებული რეფორმის მიმართ. ასევე იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც გადაიდგა მას შემდეგ, რაც რეპორტი მომზადდა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ამიტომ ველოდებით, რომ ეს პროცესი გაგრძელდება წარმატებით და საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უფლებას, ვიზიტით გაემგზავრონ ევროპაში ტურისტული ან ბიზნესის მიზნებისთვის. ახლა მიმდინარეობს პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
LIBE–ს კომიტეტმა საქართველოს ვიზა–ლიბერალიზაციის საკითხი დღეს უნდა განიხილოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.