ივანიშვილი: ორწელიწადნახევრის განმავლობაში ყოფილ ხელისუფლებას ვაფინანსებდი რეალურად, პირდაპირი მნიშვნელობით, სააკაშვილს არ ვეხმარებოდი და ვერც გაბედავდა, რომ რამე ეთხოვა
05-09-2016, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ორწელიწადნახევრის განმავლობაში ყოფილ ხელისუფლებას აფინანსებდა რეალურად. ამის შესახებ ივანიშვილმა გურიაში რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რევოლუციას 3 ტელევიზორით უყურებდა და მას არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა.

 

 

„რაც შეეხება, ჩემს დამოკიდებულებას, პოლიტიკურად არ მქონდა კარგი გამოცდილება. ზედმეტად ემოციური ვიყავი. რევოლუციის დროს კარგად მახსოვს საფრანგეთში ვიყავი, სამი ტელევიზორი მქონდა დადგმული და ვუყურებდი პროცესს...

 

 

ორწელიწადნახევრის განმავლობაში მთელ ხელისუფლებას ვაფინანსებდი რეალურად. პირდაპირი მნიშვნელობით, მე სააკაშვილს არ ვეხმარებოდი და ვერც გაბედავდა, რომ ეთხოვა, რომ რამე პირადი ეთხოვა.

 

 

ჩემმა პოზიციამ მისი გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა. პლუსია ეს თუ მინუსი, თავად გააკეთეთ დასკვნა. ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა, მე მახსოვს, როგორ რეაქციებს ვაკეთებდი შეცდომებზე, იგივე 7 ნოემბერზე.

 

 

რა თქმა უნდა, დროში და რასც უფრო მეტი მქონდა, ბევრი ურთიერთობა მქონდა სააკაშვილთან. მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტსაც ვეხმარებოდი. ქვების სროლით მოვიდნენ, თუ გახსოვთ. ჩემი მოუმზადებლობის ბრალიც იყო ის, რომ ვცდილობდი, რომ ისეთები ყოფილიყვენენ, როგორის სურვილიც გვქონდა ჩვენ და ამ მხრივ, მათი სახის გამოჩენაში როლი მიმიძღვის. უფრო გვიან გამოჩნდნენ, რადგან ანგარიშს მიწევდნენ და ითვალისწინებდნენ, რას ვითხოვდი მათგან“,- განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი