სანდრა რულოვსი სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს – "ძალიან ბევრი გაჭირვება ვნახე, უმუშევრობა, სოციალური დახმარების მოხსნა და ასევე ჯანმრთელობის პრობლემები"
05-09-2016, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მე–2 ნომერი, ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების რუხისა და ჩხორიას მოსახლეობას შეხვდა.

 


"რუსთავი2" –ის ინფორმაციით, დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მოსახლეობა სოციალური დახმარების მასობრივ გაუქმებას და წამლებზე ფასების გაზრდას აპროტესტებს.

 


მათი თქმით, პრობლემაა შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც. ადგილობრივები დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში არსებულ მძიმე ანტისანიტარულ მდგომარეობაზე საუბრობენ.

 

სანდრა რულოვსმა ამომრჩეველს განვითარების საკუთარი ხედვა და პრიორიტეტები გააცნო.

 


„ძალიან ბევრი გაჭირვება ვნახე, უმუშევრობა, სოციალური დახმარების მოხსნა და ასევე ჯანმრთელობის პრობლემები. ჩვენ რა თქმა უნდა, ვპირდებით იმას, რაც შეგვიძლია, რომ ნამდვილად გავაკეთოთ, მაგრამ ამის გარდა ხაზი გავუსვი იმას, რომ სამეგრელოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს,“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი