"რაც აჭარაში ხდება, ეს მარტივი ასახსნელია. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდნენ, მაგრამ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა", - ამის შეხახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარბიაშვილმა აჭარაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე კომენტირებისას განუცხადა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლებას ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება.
მისივე განმარტებით, ადგილი ჰქონდა "ქართული ოცნების" რამდენიმე ყოფილი წარმომადგენლის მოღალატეობრივ ქმედებას, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
"რაც აჭარაში ხდება, ეს მარტივი ასახსნელია. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდნენ, მაგრამ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ის, რომ ორმა, სამმა ასე ვთქვათ დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა ჩვენი გუნდი და გაურიგდა "ნაციონალურ მოძრაობას", ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს. "ნაციონალური მოძრაობის" 8 ხმას კი "ქართული ოცნების" წევრების – ჯემალ ფუტკარაძის, სვეტლანა კუდბასა და უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ გასული მედეა ვასაძის ხმები დაემატა.
მანამდე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი გადააყანეს. მისი გადაყენების საკითხს ასევე 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.