ბიძინა ივანიშვილი გოგა ხაინდრავას ფილმზე: ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს
05-09-2016, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გოგა ხაინდრავას ფილმი „ჰეროკრატია არჩევნების ჩატარებაში ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა  გურიაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის შესახებ ფილმის გადაღება მისი იდეა იყო.

 

 

„რაც შეეხება ფილმს, რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იყო და ძალიან მინდოდა. ამ ფილმის გადაღებაზე საუბარი დაიწყო 2-2,5 წლის წინ. 9+1-იც ჩემი მოგონილი სათაურია და ხაინდრავამ ახალი სათაური გაუკეთა მას - „ჰეროკრატია“. რაც შეეხება იმას, რომ ახლა ხდება - ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ დიდი დრო დასჭირდა ფილმის გადაღებას. 24 სერიანი, მასშტაბური ფილმია და დიდი დრო დასჭირდა და დაემთხვა, თორემ უფრო ადრეც შეიძლებოდა ჩვენება. ის, რომ დღესაა და ეს დამატებით კითხვებს იწვევს, თუ რატომ, მე ვფიქრობ, რომ კარგია. უფრო ადრე რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, რამეთუ არჩევნების ჩატარებაში ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

ივანიშვილის თქმით, მასთან იყო შეკითხვები, ხომ არ გამოწვევს ეს ფილმი ქუჩაში აქციებს, თუმცა ყოფილმა პრემიერ მინსიტრმა განმარტა, რომ „ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ჭყინტი ერი“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი