ბიძინა ივანიშვილი: საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი სახელმწიფოა, სწორი ეკონომიკის პირობებში კი ლარმა საკუთარი თავი ჯანსაღად აჩვენა
05-09-2016, 04:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კრიზისის პირობებში, რაც რეგიონსა და ევროპაშია, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი სახელმწიფოა.

 

 

ამის შესახებ მან გურიაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

ყოფილი პრემიერის თქმით, ისეთი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში აქვს, არასდროს ჰქონია.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ლარმა ჯანსაღად აჩვენა საკუთარი თავი სწორი ეკონომიკის პირობებში, რაც საოცრად ძნელი მისაღწევი იყო.

 

 

„ეკონომიკური ზრდის ტემპი შესაძლოა არ არის მომხიბლავი დღეს, როგორიც იყო ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 4 წლის განმავლობაში, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდის ტემპით, რომელიც არასდროს ყოფილა წინა ხელისუფლების დროს. როდესაც რეგიონში არის კრიზისი, როდესაც ევროპაშია კრიზისი, იქ ქვეყანა ვერ გაიზრდება ძალიან მაღალი ტემპებით, მაგრამ ამ პროცესში საქართველო არის ლიდერი ზრდის ტემპებით.

 

 

კორუფცია ნულამდეა დასული. სამუშაო ადგილები 2006-12 წლამდე 23 000-ით შემცირდა და ქვეყნიდან გადინების ტემპი იყო ძალიან მაღალი. ჩვენი მოსვლის შემდეგ სამუშაო ადგილები გაიზარდა დაახლოებით 65 000-ით. ამავდროულად, ეს არ გაზრდილა სახელმწიფო სტრუქტურების ხარჯზე, პირიქით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ვალების ეკონომიკიდან გადავედით ინვესტიციების ეკონომიკაზე. ლარის კურსი ახალი ვალებით რეგულირდებოდა. ნახეთ ახლა როგორი მცურავი კურსი დავიჭირეთ და რა მოხდა რეგიონებში. ლარმა ჯანსაღად აჩვენა საკუთარი თავი სწორი ეკონომიკის პირობებში, რაც საოცრად ძნელი მისაღწევი იყო. როდესაც რეგიონი არის კრიზისში, იქ რომელიმე ქვეყანა ვერ იქნება სუპერწარმატებული, მაგრამ ამ პირობებში ჩვენ ვართ ლიდერები“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი