„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიის და ცაგერის გაერთიანებულ ოლქში გოჩა ენუქიძე ლენტეხის რაიონის ცხრა სოფლის წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეხვედრები ჟახუნდერის, ლამფალაშის, ლეკოსანდის, ლემზაგორის, ლუჯის, მებეცის, სასაშის, ჩუკულის და ხერიას სოფლების მცხოვრებლებთან გამართა.
მოქალაქეებმა გოჩა ენუქიძეს მათი პრობლემები გააცნეს. თავად ენუქიძემ ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "ლენტეხი აღმშენებლობის გზას დაადგეს".
„ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან, არ მიატოვებენ კუთხეს, არ დაიცლება სოფლები. ყველა ძალას ვიხმართ, რომ ჩვენი ლენტეხი აღმშენებლობის გზას დაადგეს, სწრაფი განვითარებაა ჩვენი პრიორიტეტი. დაბრუნებული ახალგაზრდობა გაამრავლებს ამ მხარეს, მთაში ცხოვრება კომფორტული იქნება ქალაქელისთვისაც. ამ ეკოლოგიურად სუფთა მხარეში ბევრი თანამედროვე სახლი, სასტუმრო და საწარმო გაჩნდება, სადაც დასაქმდება ხალხი, შეიქმნება დოვლათი და ადამიანები შეძლებენ სრულფასოვან ყოფას.“ - მიმართა გოჩა ენუქიძემ მოსახლეობას.
მიმართვის ტექსტი ენუქიძის Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.