ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი გეგმა არჩევნების აყირავებაა
05-09-2016, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რევოლუცია რამდენჯერმე დაგეგმა, თუმცა არ გამოუვიდა. ამის შესახებ მან გურიაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას ცდილობს.

 

 

„ისევ თვითონ არიან სახიფათონი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს წლები მმართველობის პროცესში სულ ძალაზე იყვნენ მომართულნი. რევოლუციიდან 13 წლის შემდეგ, გაზაფხულზე ისევ გეგმავდნენ რევოლუციას. ინფორმაციები ვიცით შიგნიდან და ისედაც ჩანდა. გახსოვთ მიტინგების და დემონსტრაციების აგორება უნდოდათ, რომ უნიათო ხელისუფლება ახლავე უნდა გავუშვათო. გაზაფხულიდან შემოდგომამდე გადაჰქონდათ, მაშინ არ გამოგვივიდა, ახლა მოვახდენთ რევოლუციას და ისე გავუშვებთო. შემოდგომიდან გაზაფხულზე გადაჰქონდათ და ასე მოვიდნენ დღემდე. ახლაც თვლიან მხოლოდ რევოლუციაზე, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. მათი ერთადერთი გეგმა არჩევნების აყირავებაა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხიფათი საკმაოდ დიდია“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი