ბიძინა ივანიშვილი "თავისუფალ დემოკრატებზე": ასეთ გუნდს მოსახლეობამ ხმა არ უნდა მისცეს
05-09-2016, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”თავისუფალმა დემოკრატებმა” ბევრი სიცრუის ტირაჟირება მოახერხეს და ირაკლი ალასანიას განცხადებები, ხშირად თანხვედრაშია გიგა ბოკერიას განცხადებებთან, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გურიაში რეგიონული მედიასთან შეხვედრის დროს.

 

 

ყოფილმა პრემიერმა ალასანიასა და მის გუნდზე საუბრისას აღნიშნა, რომ პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი სახე აჩვენა და თან არც თუ ისე კარგად.

 

 

„ისინი იყვნენ კოალიციის წევრები. გავიხსენოთ როგორ გადადგნენ, როგორი რიხით წავიდნენ, ამბობდნენ, რომ პროდასავლური მიმართულება შეცვალა ”ქართულმა ოცნებამ”, რამდენიმე კვირის შემდგომ კი ლამის ბოდიშების მოხდა მოუწია, არ გვქონდა ეს მხედველობაშიო - აშკარად ვერ ჰქონდათ დალაგებული და გააზრებული ყველაფერი. მათი ლიდერი მუდამ ამბობდა და ამბობს იმას, რომ ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ადამიანები. მინდა გავიხსენო, რომ მისი მინისტრობის დროს, თავდაცვაზე უამრავი განცხადება იყო, იქ ხალხი იწამლებოდა, ტენდერები არ ჩატარდა, ყველანაირად ვცდილობდი, რომ მას ეს პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ ისე წამოვედი, რომ დალაგებული კიდევ არ ჰქონდა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

ივანიშვილის განცხადებით, ბოკერია და ალასანია ამბობენ, თითქოს ”რუსთავი 2” არის ბოლო პლაცდარმი თავისუფალი მედიის და აქაც ძალიან ბევრი სიყალბე და სიცრუე მოდის.

 

 

”ლიდერი ამდენ სიცრუეს საუბრობდეს, კიდევ რამე დაეჯერება? ბოდიშიც არ მოუხდია, გუნდი მიყვება ლიდერის დინებას. სხვა დანარჩენი წევრები ერთ კაცზე მორგებული არიან და ცდილობენ, არ უღალატონ ალასანიას. ასეთი გუნდი ჩვენ უფრო დიდი და ძლიერი გვყავს ცხვირწინ და ვუყურებდით 9 წელი. ასეთი პარტია არ სჭირდება სახელმწიფოს მართვისთვის. ასეთ გუნდს მოსახლეობამ ხმა არ უნდა მისცეს”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და ამ კონტექსტში სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძის საკითხი გაიხსენა.

 

 

”გავიხსენოთ კირვალიძე, ჩემი ფავორიტი მინისტრი იყო, არ ვიკადრე და არ დავიჭირე კირვალიძის მხარე. კირვალიძე იყო ჩემი ფავორიტი, მაგრამ პირველმა ვურჩიე გადამდგარიყო, როგორც კი გადაცდომის საკითხი დადგა, მიუხედავად იმისა, რომ არ დადასტურდა, ის ძალიან კულტურულად მოიქცა, ყველა მეუბნებოდა, არასამთავრობოებიც, ჰამერბერგიც, მაგრამ ვურჩიე გადამდგარიყო ანუ, თუ მოდიხარ სახელმწიფოს სამართავად, მთელი ქვეყანა უნდა იყოს შენი მეგობარი და არა მხოლოდ შენი გუნდი”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი