„ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს, „ნაციონალი“ არის ყველა ვინც ცხოვრობს წესით: ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად ყველაფერი მოსულა“,-აცხადებს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილზე.
აღნიშნულით ხალვაში „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „ტელეკომპანიას აქვს დოკუმენტი, სადაც საუბარია ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გერმანიაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც „რუსთავი 2“-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის“.
ბიზნესმენი ირაკლი ოქრუაშვილს აფრთხილებს, რომ „მიშასთან თამაში საშიშია“.
„მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა: ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს, „ნაციონალი“ არის ყველა ვინც ცხოვრობს წესით: ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად ყველაფერი მოსულა. ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ: იმდენი არ ქნას, უსახლკაროდ დარჩეს... „მაესტროს“ ამბები რომ წამოიწყეს, მგონი 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია, ვფიქრობდი რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ: მიშასთან თამაში საშიშია“, - წერს ქიბარ ხალვაში.
როგორც ოქრუაშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ქიბარ ხალვაშს არასდროს ეკუთვნოდა "რუსთავი 2".
"ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა, ამ შემთხვევაში ”რუსთავი 2”-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.