გიორგი ვოლსკი: დავით უსუფაშვილის დიაპაზონი, საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა "რესპუბლიკური პარტიის" ფორმატში გადანაცვლებამ
05-09-2016, 05:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის "რესპუბლიკური პარტიის" მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, პარტიის წევრების მიერ გაკეთებული კომენტარები და შეფასებები ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად სცილდება.

 

 

„მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, არცთუ საფუძვლიან კომენტარებსა და განცხადებებზე არის დაყრდნობილი და მნიშვნელოვნად სცილდება იმ ინტერესებს, რაც დღეს საქართველოს გააჩნია“, - აცხადებს ვოლსკი.

 

 

მისივე თქმით, დავით უსუფაშვილი რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, პოლიტიკურ ოპონენტად იქცა.

 

 

„რასაკვირველია, რომ არა უმრავლესობის მხარდაჭერა, უსუფაშვილი არ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და მე ძალიან გული მწყდება, რომ იგი ამ უმრავლესობის მხარდაჭერის იგნორირებით გამოდის „რესპუბლიკური პარტიის“ პლატფორმიდან, იქცა ოპონენტად ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მას ჯერ კიდევ მართებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება, რასაც კარგად ასრულებდა, თუმცა „რესპუბლიკური პარტიის“ ფორმატში გადანაცვლებამ მისი დიაპაზონი, საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

”ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს ”რესპუბლიკურ პარტიას” – 1%-იც არ უჭერს მხარს გამოკითხვებში", –აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გურიაში რეგიონულ მედიასთან შეხვდრისას გააკეთა.    

 

 

"სწორედ აფასებს საზოგადოება ”რესპუბლიკური პარტიის” რეიტინგს და რატომ - ”რესპუბლიკურ პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება ”რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება ”რესპუბლიკური პარტია”. დანარჩენი სახელმწიფო რაც ”რესპუბლიკურ პარტიაში” არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება. კი არ ვციტირებ, მათი წევრების გამონათქვამებს ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაციაო და ასეთი გამონათქვამები მათგან ხშირად გვესმის.

 

 

განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი საერთო სახალხო საქმესა და სახელმწიფოზე ფიქრის. ისინი ახერხებენ ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა შეასხან საკუთარ პარტიას.     რესპუბლიკური პარტია” ერთადერთია პარტიებიდან, რომელიც ჩემ დახმარებას არ საჭიროებს. ”რესპუბლიკური პარტიის” პლუსი არის, რომ ძველი პარტიაა. თანმიმდევრულობით გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიების არსებობისთვის, ძალიან უყვარს პროცედურული დემოკრატია”, - განაცხადა ივანიშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი