ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოზურგეთის თეატრის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერებს გაესაუბრა.
ოზურგეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ ექს-პრემიერს შეახსენა, რომ ხალხს პენსიის 250 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა. მანვე ანაბრებისა და თხილის ფასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც, მჟავანაძის შეფასებით, ახლა შემცირებულია.
ივანიშვილი აქციის მონაწილეების განცხადებებს არ დაეთანხმა და მიმართა, მიაწოდონ კადრები, რომლებიც მსგავსი ტიპის დანაპირების გაცემას ასახავს.
აქცია ადგილობრივ მედიასთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის პარალელურად გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.