საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ღონისძიებებზე შეჭრას და პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მისაქცევად დიდი შანსია, რომ აღნიშნული მოხდეს.
„სიტყვა შესაძლოა, უადგილოც იყოს, ვინაიდან სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროები ამაზე მიანიშნებს. საქართველოში არაფერი არ იმალება, საკმაოდ ინტენსიური საუბრები მიდის, თუ როგორ შეიჭრან ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, როგორ მოახდინონ პროვოკაცია. მე პირადად მქონდა ასეთი საფრთხე, თუმცა ამის პრევენცია მოხდა, ძალიან ბევრი ხალხი იყო შეხვედრაზე და ეს ვერ განხორციელდა. ბევრი ასეთი შემთხვევაა, რომელიც მიანიშნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მისაქცევად დიდი შანსია, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.