"ვერ ვიქნებით გამონაკლისი და წარმატებული ამ მძიმე ვითარებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელთა ყველა კომპონენტი ემსახურება იმას, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად გამოსწორდეს.", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის გაუფასურებით გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებზე კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმები, რომელიც სწორედ სიტუაციის "ძალიან სწრაფად გამოსწორებას" ემსახურება.
"რეგიონში ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. მოგეხსენებათ, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინაში. რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ზოგადად ევროპაში არის კრიზისი. საქართველო, თავისი პატარა ეკონომიკით არის დაკავშირებული ამ გლობალურ ეკონომიკასთან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენზე ნეგატიურად აისახება. ვერ ვიქნებით გამონაკლისი და წარმატებული ამ მძიმე ვითარებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელთა ყველა კომპონენტი ემსახურება იმას, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად გამოსწორდეს. იგივე ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ჩვენ გვაქვს საინტერესო წინადადებები მომზადებული, რონელთაც მალე გავაჟღერებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, მთავრობა შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად, კოორდინირებულად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ეროვნულ ბანკთან ერთად.
ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაზე გადადის.
"ვინაიდან, ლარის გაუფასურებამ ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე, ასევე კომპანიებზე, ჩვენც ვართ მზად, რომ იტყვიან, ქამრები შემოვიჭიროთ და მაქსიმალურად ეფექტიანად გავაგრძელოთ მუშაობა კოორდინირებულად ერთად. ჩვენ ყველაფერს უნდა გადავხედოთ. ალბათ, მოგვიწევს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. მაქსიმალურად, გონივრულად, მიზანმიმართულად და რაციონალურად უნდა ვხარჯოთ ჩვენი ბიუჯეტი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.