ბელგიის შსს-მ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა
05-09-2016, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

უწყების ცნობით, ბელგიამ უსაფრთხო სტატუსის მატარებელი ქვეყნების სიაში საქართველო წელს პირველად შეიყვანა.

 

 

„ბელგია უსაფრთხო წარმოშობის სტატუსს ქვეყანას იქ არსებული სამართლებრივი მდგომარეობის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და სხვა სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით ანიჭებს.

 

 

უსაფრთხო წარმოშობის სიის გადახედვა ყოველწლიურად ხდება, საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით განხორციელებული ეფექტური რეფორმების შედეგად წელს ამ სიას მხოლოდ საქართველო დაემატა.

 

 

ბელგიის სამეფო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყნების სიას 2012 წლიდან ადგენს და ამ სიით ხელმძღვანელობს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებისას“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

შესაბამისი აქტი ბელგიის საკანონმდებლო ოფიციალურ ჟურნალში 29 აგვისტოს გამოქვეყნდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი