ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა დაიწყეს ძახილი, რომ თურმე ჩვენ ვამზადებთ არეულობას როგორც წესი, ის მოწინააღმდეგეს აბრალებს თავის გეგმებს, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სააკაშვილი საქართველოს ყოფილი ლედის, "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომრისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სწორედ "ასეთ არეულობას" გეგმავს ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობა".
"ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა დაიწყეს ძახილი, რომ თურმე ჩვენ ვამზადებთ არეულობას. როგორც წესი, ის მოწინააღმდეგეს აბრალებს თავის გეგმებს. ამ სურათზე კარგად სჩანს, როგორ არეულობას ვამზადებთ ჩვენ. არჩევნები ივანიშვილს წაგებული აქვს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს", – წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.