შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ კვლევის შედეგების დასკვნაში გარკვეულწილად ჩანს, რომ პოლიცია დეპოლიტიზებულია.
მისი განმარტებით, ამის ნათელი მაგალითია ის საარჩევნო პროცესი, რაც დღეს ქვეყანაშია.
„პოლიციის დეპოლიტიზებას რაც შეეხება, დასკვნაში ნახავთ, რომ ეს საკითხი დადებითად არის მოცემული, რადგან ამ აქტიური საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, რომელიც მიუთითებს, რომ პოლიცია დეპოლიტიზებული არ არის ან ვინმეს ჩაგრავს. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში მოხდება მინისტრის ბრძანების გამოცემა, რომელიც მოაწესრიგებს იმ ორგანიზაციულ საკითხებს, რომელიც არჩევნების ჩატარებას უკავშირდება მშვიდობიან გარემოში. ახალი კანონიდან გამომდინარე, პოლიციამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, მაგრამ ამავე დროს, არ უნდა იყოს ზედმეტი პოლიციის რაოდენობა საარჩევნო უბნებთან“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ამა თუ იმ საკითხის მინისტრის ბრძანებით გადაწყვეტა გარკვეულწილად დადებითია, ამასთან, ხუციშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მინისტრის ამა თუ იმ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება.
„ჩვენ ვცდილობთ, ბრძანებით მოვაწესრიგოთ საკითხი იმის გამო, რომ ვინმემ ზეპირად, ადგილზე არ გადაწყვიტოს საკითხი თავისი შეხედულებით... მინისტრის ბრძანებები არის კარგი, რომ პოლიციაში ყველას ჰქონდეს ერთიანი სტანდარტი, თუმცა მინისტრის ყველა ბრძანება არის გასაჩივრებადი სასამართლოში“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილე დასკვნაში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შეფასებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
„არ არსებობდა აქციის ჩატარების არანაირი ინფორმაცია, რის გამოც, არ მოხდა კორცხელის საარჩევნო უბანზე წინასწარ პოლიციის მობილიზება. თუმცა მსგავსი ფაქტი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აღარ განმეორდება. 8 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდება შესაბამისი მზადყოფნა და რეაგირება“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.