ოთარ დანელია: დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე საუბარი შეგვიძლია
05-09-2016, 07:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის პროექტის „საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ოთარ დანელიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

 

 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიწვეულ სტუმრებს აგრარული დარგის განვითარების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დარგში მიღწეული პოზიტიური შედეგები სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა სწორმა პოლიტიკამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების აქტიურმა მხარდაჭერამ და კერძო სექტორის ჩართულობამ განაპირობა.

 

 

„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შეიქმნა დარგის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას. ჩვენ დღეს დარგის განვითარების მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე საუბარი შეგვიძლია. ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 26 000-ზე მეტი სესხი, გაფართოვდა-გადაიარაღდა 700 და შეიქმნა 150 ახალი საწარმო; 2013 წლიდან 700 ათასზე მეტი ბენეფიციარი იღებს დახმარებას მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ხორციელდება აგროდაზღვევის პროგრამა, ჯამში გაცემულია 28 000 პოლისზე მეტი; აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია..“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ აგრარული დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებაც ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის უზრუნველყოფის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.

 

 

ოთარ დანელიამ დამსწრე საზოგადოებას აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო შესაძლებლობები, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები და ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის მზარდი ტენდენციების ანგარიში გააცნო.

 

 

მინისტრმა აღნიშნა აგრარული დაგის განვითარებისთვის სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნის, არსებული კვლევითი ბაზების რეაბილიტაციისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

 

 

ოთარ დანელია "ქართული ოცნების" მიერ მარტვილისა და აბაშის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი