დავით უსუფაშვილი: ზაზა რუხაძეს ძნელად გაუწევს ვინმე კონკურენციას
05-09-2016, 08:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ზაზა რუხაძის წარდგენასთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციები არ ჰქონია.

 


უსუფაშვილი კონსულტაციების გაუმართაობის მიზეზად უმრავლესობის წარმომადგენლების მოსაზრებებს ასახელებს. მისი თქმით, " მათ არ სურდათ ამგვარი კონსულტაციები, ვინაიდან არ აპირებდნენ ჩემ მიერ დასახელებული კანდიდატურის მხარდაჭერას".

 


"თუ იქნება უკეთესი კანდიდატურა, მეც სიამოვნებით განვიხილავ და შევადარებ კანდიდატურებს, მაგრამ მე მგონია, ზაზა რუხაძეს ძნელად გაუწევს ვინმე კონკურენციას. იგი არის პრინციპული, წესიერი ადამიანი - სწორედ ასეთი სჭირდება დღევანდელ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ შველას საჭიროებს....

 

 

საქართველოს მოქმედი პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები არჩევნებამდე ნებისმიერ დროს. ეს ცხადია, მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი შეიკრიბება და დამსწრეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ექნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტს არამხოლოდ უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში ზოგადად სამი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი მოსამართლის დანიშვნის, არამედ ვალდებულება - ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, გვინდა დავნიშნავთ თუ გვინდა არა. თუ წევრები არ დავნიშნეთ, პრეზიდენტმაც თუ ასე იფიქრა და არ დანიშნა, მაშინ ეს ორგანო პარალიზებული იქნება.

 

 

მე მინდა ვისურვო, რომ პარლამენტის დღევანდელ შემადგენლობას ექნება ამის შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა. მე პირადად ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ შედგეს სხდომა. თუ ვერ შედგა, მაშინ ეს საკითხი მომავალი პარლამენტს დახვდება გადაუწყვეტელი და იქნება მსჯელობა. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა სათანადო კონსესუსი, ეს დამოკიდებულია შემდეგ პროცესზე. მე მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს ექსკლუზიური უფლება კანდიდატების დასახელების და ეს ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია. ასე რომ, შესაძლოა, იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატებიც“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი